ლილუაშვილის განცხადების შემდეგ, "ოცნება" ამტკიცებს, რომ კობახიძემ ვარჰეის სიტყვები "პოლიტიკურ მუქარად" აღიქვა

13.06.24 11:58
ლილუაშვილის განცხადების შემდეგ, "ოცნება" ამტკიცებს, რომ კობახიძემ ვარჰეის სიტყვები "პოლიტიკურ მუქარად" აღიქვა

მას შემდეგ რაც სუს-ის ხელმძღვანელმა პირდაპირ თქვა, რომ ევროკომისარის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებები არ არის, "ქართული ოცნების" ლიდერი, ბექა დავითულიანი "პირველებთან" ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვარჰეის ზარი "პოლიტიკურ მუქარად" აღიქვა. 

გრიგოლ ლილუაშვილმა თქვა, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს, იმიტომ რომ გამოძიების საფუძველი არის მუქარა, რომელსაც ამყარებს კონკრეტული ფაქტები და არგუმენტები, რომ ეს საფრთხე არის მყისიერი და რეალური. 

მხოლოდ მუქარა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც მას არ ამყარებს კონკრეტული რაღაც საფრთხეები და გარემოებები"- უთხრა უმრავლესობის დეპუტატმა "პირველების" კორესპოდენტს. 

დამაზუსტებლ შეკითხვაზე, კობახიძე თვლიდა, რომ მას საფრთხეს უქმნიდა კონკრეტული ევროკომისარი, დავითულიანი ამბობს, რომ "პოლიტიკური მუქარა ერთია, და რეალური სისხლის სამართლის დანაშაული მეორე". 

კობახიძეს ეს ასე არ ჩაუთვლია, კობახიძემ თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური მუქარა, პოლიტიკური მუქარა ერთია და რეალური სისხლის სამართლის დანაშაული მეორე"- დასძინა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა. 

"პირველების" ჟურნალისტმა დეპუტატს პრემიერის მიერ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმაზე" გაკეთებული მინიშნებაც შეახსენა. ამ შემთხვევაში დავითულიანმა თქვა, რომ "კობახიძის აღქმა პოლიტიკურად სწორი იყო": 

ფიცოს რაც დაემართა, ღმერთმა არ ქნას, რომ ის ვინმე სხვასაც დაემართოს. ფიცოს რაც დაემართა, ეს ქმნიდა იმ ეჭვებს, რომ ასეთი საუბარი ამ ფონზე არ შეიძლება, შემდგარიყო.  ეს აღიქვა პოლიტიკურად ( და არა ემოციურად კობახიძემ) და პოლიტიკურად სწორად აღიქვა"- დასძინა მან. 

23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა.

„ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“ - დაწერა კობახიძე საგანგებო განცხადებაში.

ამ განცხადებიდან მალევე კი ევროკომისარმა ვარჰეიმ კობახიძე ტყუილში ამხილა და მათი საუბრის დამახინჯებაში დაადანაშაულა.

 

მსგავსი სიახლეები