გამოძიებისთვის სათანადო მტკიცებულებები არ არის - ლილუაშვილის სკანდალური განცხადება კობახიძე-ვარჰეის საუბარზე

12.06.24 19:10
გამოძიებისთვის სათანადო მტკიცებულებები არ არის - ლილუაშვილის სკანდალური განცხადება კობახიძე-ვარჰეის საუბარზე

 

 

პრემიერის შესაძლო ლიკვიდაციის სკანდალის კიდევ უფრო სკანდალური განცხადება - კობახიძის ხმაურიანი განცხადების შემდეგ,  სუს-ის შეფმა, გრიგოლ ლილუაშვილმა თქვა, რომ ევროკომისარ ვარჰეის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებები არ არის.

უწყება თავად წყვეტს, არის თუ არა სისხლის სამართლებრივი ნიშნები საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე. ამაზე  ჩაითვალა, რომ არ არის საკმარისი მტკიცებულებები სისხლის სამართკლებრივი დევნიოს დასაწყებად, ანუ გამოძების დასაწყბეად. იმ ქვეყანაში სადაც გამოძიების მაღალი სტანდარტი მუშაობს, ეს არ იყო საკმარისი", - განაცხადა ლილუაშვილმა. 

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, რჩევის სახით მიცემულ რეკომენდაციაზე გამოძიების პრეცედენტი ქართულ სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს.

„პრემიერმა ბრძანა, რომ მან გამაფრთხილა მეგობრულად, რათა მიმეღო უსაფრთხოების დამატებითი ზომები. ეს პირდაპირ მუქარად ჩაითვალა? ჩვენს სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს პრეცედენტი რჩევის სახით მიცემულ რეკომენდაციაზე გამოძიების“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

პრემიერი თავისი განცხადებებით პრაქტიკულად მოუწოდებდა საგამოძიებო უწყებებს, რომ დაინტერესებულიყვნენ მისი  სავარაუდო მკვლელობის  საქმით და გამოძიება დაეწყოთ.

კობახიძე მზად იყო, რომ იმ ევროკომისრის წინააღმდეგ ჩვენებაც მიეცა მისცეს ყველას, რომელიც დასავლეთში ამ ხელისუფლების ერთადერთი მოკავშირე იყო და რომელსაც ახლა ოლიგარქის პარტია მუქარაში ადანაშუალებს. 

23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა.

„ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“ - დაწერა კობახიძე საგანგებო განცხადებაში.

ამ განცხადებიდან მალევე კი ევროკომისარმა ვარჰეიმ კობახიძე ტყუილში ამხილა და მათი საუბრის დამახინჯებაში დაადანაშაულა.