პრემიერი ხშირად ბოდავს - ირაკლი კუპრაძე
გრიგოლ ლილუაშვილის განცხადება, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი ხშირად მხოლოდ და მხოლოდ ბოდავს - ამის შესახებ "ლელოს" გენერალურმა მდივანმა განაცხადა.
ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის ტყუილები მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდას და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ეფუძნება.
ამისთვის ის ნებისმიერ სისულელეს ამბობს, რომელსაც საკუთარი გუნდის წევრებიც კი არასერიოზულად უყურებენ.
სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ევროკომისარ ვარჰეის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებები არ არის.
23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა.
ამ განცხადებიდან მალევე კი ევროკომისარმა ვარჰეიმ კობახიძე ტყუილში ამხილა და მათი საუბრის დამახინჯებაში დაადანაშაულა.