კობახიძის განცხადება იყო ბოდვა, რაც დაადასტურა მისივე გუნდის წევრმა - თემურ ჯანაშია

13.06.24 13:12
კობახიძის განცხადება იყო ბოდვა, რაც დაადასტურა მისივე გუნდის წევრმა - თემურ ჯანაშია

„კობახიძის განცხადება იყო თავიდანვე ბოდვა, რაც დაადასტურა მისივე გუნდის წევრმა, ლილუაშვილმა"- ასე აფასებს  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თემურ ჯანაშია გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც  ევროკომისარის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებები არ არის.

ჯანაშიას თქმით, ირაკლი კობახიძის უპასუხისმგებლო განცხადებაზე ვერ დაიწყებოდა სისხლის სამართლებრივი დევნა.

„კობახიძის განცხადებას, თითქოს და ვარჰეიმი დაემუქრა ლიკვიდაციით, ეს რა თქმა უნდა, იყო თავიდანვე ბოდვა, რაც იყო ძალიან არასერიოზული განცხადება და იგივე დაადასტურა სუს-ის ხელმძღვანელმა, მისივე გუნდის წევრმა. შესაბამისად, ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებაზე ვერ იქნებოდა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი  - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ევროკომისარ ვარჰეის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებები არ არის.

23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა.

„ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“ - დაწერა კობახიძე საგანგებო განცხადებაში.

ამ განცხადებიდან მალევე კი ევროკომისარმა ვარჰეიმ კობახიძე ტყუილში ამხილა და მათი საუბრის დამახინჯებაში დაადანაშაულა.

 

მსგავსი სიახლეები