საგარეო საქმეთა სამინისტრო: პრეზიდენტი არაკონსტრუქციულად იქცევა
საგარეო სამეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტს არაკონსტრუქციულ ქცევაში ადანაშაულებს - დარჩიაშვილის უწყებაში "პირველებს" უთხრეს, რომ ელჩების დანიშვნის პროცესს სალომე ზურაბიშვილი "ხელოვნურად აფერხებდა".
უწყების განმარტებით, ისინი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლებს ნიშნავენ, რომ მათივე მტკიცებით, არ გერხდეს დიპლომატიური წარმომადგენლობების სრულყოფილი საქმიანობა:
საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ცალკეულ ქვეყანებში საჭიროების შემთხვევაში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად ხორციელდება დანიშვნა იმისათვის, რომ არ შევაფერხოთ დიპლომატიური წარმომადგენლობების სრულყოფილი საქმიანობა, როგორც მოგეხსნებათ, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, ბოლო პერიოდში ადგილი ჰონდა არაკონსტრუქციულ ქმედებებს, როდესაც იგი ხელოვნურად აფერხებდა ელჩების დანიშვნის პროცესს, რაც მათ შორის აისახებოდა ცალკეულ ქვეყნებში საელჩოების ეფექტიან ფუნქციონირებაზე."- უთხრეს "პირველებს" საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამასთან, "პირველებს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ ელჩების დანიშვნა არ შეჩერებულა.
რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძის კანდიდატურას მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ის დასამტკიცებლად პრეზიდენტისთვის პრემიერს არ წარუდგენია.
ცნობისთვის, "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავადაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უარყოფს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მის ელჩად დანიშნავს ხელი არ მოაწერა.
ექსმინისტრი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტთან მისი კანდიდატურა საერთოდ არ არის გადაგზავნილი.
ცნობისთვის, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრის პოსტი 2024 წლის თებერვალში, მას შემდეგ დატოვა, რაც ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძემ ჩაანაცვლა.