პრეზიდენტის ვეტო მიემართება "ოცნების" მორიგ მცდელობას, მიითვისოს არჩევნები - სიორიძე
"ოცნება ცდილობს, რომ ბოლო ბერკეტიც გამოაცალოს ოპოზიციას საარჩევნო ადმინისტრაციაში. პრეზიდენტის ვეტო მიემართება "ქართული ოცნების" მორიგ მცდელობას, მიითვისოს არჩევნები," - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებისთვის ვეტოს დადებას "ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე.
როგორც სიორიძე ამბობს, მმართველ ძალას გეგმაში აქვს ცესკოს სრულად მითვისება.
პრეზიდენტის ვეტო მიემართება "ქართული ოცნების" მორიგ მცდელობას, მიითვისოს არჩევნები - ქართული ოცნება ოპოზიციის როლის დაკნინებას ცდილობს უკვე დიდი ხანია, ჯერ კიდევ, როდესაც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი შეცვალა და გააუქმა ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნა დახია და 9 დათქმიდან მეოთხე დათქმა ევროკავშირის პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა მისი შესრულება. ახლა ის ცდილობს, რომ ბოლო ბერკეტიც გამოაცალოს ოპოზიციას საარჩევნო ადმინისტრაციაში. ისევე, როგორც სხვა მცდელობები, ეს მცდელობაც იქნება ფუჭი,“ - ამბობს გიორგი სიორიძე.
პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებისთვის დადებულ ვეტოს საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე საუბრობს.