"ოცნებამ" ქვეყანა სრულ იზოლაციაში შეიყვანა - მამუკა ხაზარაძე
"ოცნებამ" ქვეყანა სრულ იზოლაციაში შეიყვანა - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, მმართველმა ხელისუფლებამ ქვეყნის მოწინავეობა რისკვის ქვეშ დააყენა და გამოსავალი ამ მდგომარეობიდან ოპოზიციონერი ლიდერისთვის მხოლოდ ერთია - არჩევნებზე "ოცნების" ხელისუფლებიდან გასტუმრება.
"ქართულმა ოცნებამ" მოახერხა ის, რომ ქვეყანა შეიყვანა სრულ იზოლაციაში. პრაქტიკულად, ჩვენ ყველა ის პერსპექტივა ჰქონდა და ვიყავით მოწინავეები, დადგა საკმაოდ სერიოზული რისკის ქვეშ. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ის, რომ "ქართული ოცნება" გავისტუმროთ ხელისუფლებიდან ოქტომბერში და ქვეყანა დავუბრუნოთ იმ კურსს, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული. ყველაფერ დანარჩენზე ლაპარაკი არის უბრალოდ არაფრისმომცემი. იმიტომ, რომ მთელი ფოკუსირება ახლა ჩვენმა მოსახლეობამ უნდა გააკეთოს ხელისუფლებსი შეცვლაზე", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ინდივიდუალური სანქციები, სავიზო რეჟიმის შეჩერება - იოზვიაკის ცნობით, საქართველოს წინააღმდეგ მისაღები ზომები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკვე გაეგზავნათ.
რას განიხილავს ევროკავშირი საქართველოში შექმნილი ვითარების საპასუხოდ? - "რადიო თავისუფლებამ" ევროკომისიის დოკუმენტი მოიპოვა.
დოკუმენტით ირკვევა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები "ოცნების" წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებს განიხილავენ. შესაძლოა, საქართველოსს ხელისუფლების წევრებს პერსონალური სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესდეთ, თუმცა ეს არ არის ყველაზე მძიმე მექანიზმი, რომელსაც ევროპელი ლიდერები აამოქმედებენ. ახლა ყველაფერი "ქართულ ოცნებაზეა". თუ დროუალად დააბრუნებენ ქვეყანას ევროპულ ორბიტაზე, თუ უარს იტყვიან საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რუსული კანონის გამო დაწყებულ რეპრესიებზე და შეწყვეტენ თავდასხმებს პარტნიორებზე, მაშინ შესაძლოა, გადაწყვეტლებაა გადაიხედოს.