მთავარია, საქართველოს მოსახლეობამ დაინახოს, "ოცნების" გადაწყვეტილებებს ქვეყანა სადამდე მიჰყავს - უსუფაშვილი სანქციებზე
ევროკავშირმა შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლების წევრებს პერსონალური სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესოს - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, სანქციებით საერთაშორისო პარტნიორები პასუხს სცემენ "ოცნების" პოლიტიკას და ახლა მთავარია, საქართველოს მოსახლეობამ დაინახოს, ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ქვეყანა სადამდე მიჰყავს.
სანქციებით და ამ დამოკიდებულებით ისინი პასუხს სცემენ "ოცნების" პოლიტიკას, რიტორიკას და გადაწყვეტილებებს, რომ მათი ხელისუფლების პირობებში ეს გველის. ჩვენი მთავრობის წევრებს იქ ჩასვლა აღარ შეეძლებათ. მათ აღარც მოუსმენენ, აღარც მიიღებენ და ამით ქვეყანა დაზარალდება. მთავარია, საქართველოს მოსახლეობამ დაინახოს, რომ ამ ადამიანების გადაწყვეტილებებს ქვეყანა სადამდე მიჰყავს, რომ მათი სანქციები არ არის პერსონალურად დასჯა მათი, რომ ეს არის საქართველოს მინისტრის სადმე ვეღარ ჩასვლა, საქართველოს მიერ ფინანსური რესურსის ვეღარ მიღება, ინვესტორების გაქცევა იმიტომ, რომ ამ ხალხს თუ ჩემი მთავრობა არ ელაპარაკება, მე როგორ დაველაპარაკები და მე როგორ დამიცავენ. ეს ნიშნავს სამუშაო ადგილების დაკარგვას", - ამბობს უსუფაშვილი.
რას განიხილავს ევროკავშირი საქართველოში შექმნილი ვითარების საპასუხოდ? - "რადიო თავისუფლებამ" ევროკომისიის დოკუმენტი მოიპოვა.
დოკუმენტით ირკვევა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები "ოცნების" წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებს განიხილავენ. შესაძლოა, საქართველოსს ხელისუფლების წევრებს პერსონალური სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესდეთ, თუმცა ეს არ არის ყველაზე მძიმე მექანიზმი, რომელსაც ევროპელი ლიდერები აამოქმედებენ. ახლა ყველაფერი "ქართულ ოცნებაზეა". თუ დროუალად დააბრუნებენ ქვეყანას ევროპულ ორბიტაზე, თუ უარს იტყვიან საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რუსული კანონის გამო დაწყებულ რეპრესიებზე და შეწყვეტენ თავდასხმებს პარტნიორებზე, მაშინ შესაძლოა, გადაწყვეტლებაა გადაიხედოს.
ინდივიდუალური სანქციები, სავიზო რეჟიმის შეჩერება - იოზვიაკის ცნობით, საქართველოს წინააღმდეგ მისაღები ზომები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკვე გაეგზავნათ