ევროკავშირი სერიოზული ზომებისთვის ემზადება, რომელიც "ოცნების“ ლიდერებზე, დეპუტატებზე და ივანიშვილზე იქნება მიმართული - ჩიხლაძე

15.06.24 13:04
ევროკავშირი სერიოზული ზომებისთვის ემზადება, რომელიც "ოცნების“ ლიდერებზე, დეპუტატებზე და ივანიშვილზე იქნება მიმართული - ჩიხლაძე

ევროკავშირი ძალიან სერიოზული ზომებისთვის ემზადება, რომელიც ამ ეტაპზე მიმართული იქნება „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, ბიძინა ივანიშვილზე, დეპუტატებზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს და ანტიევროპული კანონები ძალაში შევა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები დაპაუზდება.

„იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის ძალადობა გაგრძელდება, თუ ის ძალადობრივი გზით შეცდება ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენას, თუ „რუსული კანონი“, „ოფშორების კანონი“, ანტიევროპული კანონები დეკემბერში კვლავ მოქმედებაში იქნება, ამის შემდეგ არა მარტო პასპორტებზე, არა მხოლოდ დიპლომატიურ ვიზიტებზე იქნება საუბარი, არამედ ყველანაირი ურთიერთობა, მათ შორის ფინანსურიც, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაპაუზდება, არცერთი ინვესტიცია აღარ შემოვა ევროკავშირიდან, ამერიკიდან, რაც უკვე ქვეყანას და ჩვენ, ყველას დაგვაზარალებს. ამიტომ, საქართველოს მოქალაქეებს 3 რამ მოგვეთხოვება: პირველ რიგში, 26 ოქტომბერს ყველა მივიდეთ არჩევნებზე, ხმა არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს და იმავე საღამოს დავიცვათ ჩვენი ხმები, რომ ივანიშვილს ხმების გაყალბების სურვილიც კი არ გაუჩნდეს. ეს სამი რამ უნდა გავაკეთოთ და ამ შემთხვევაში, დეკემბრიდან აღდგება, გაფართოვდება და გაძლიერდება ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

რას განიხილავს ევროკავშირი საქართველოში შექმნილი ვითარების საპასუხოდ? - "რადიო თავისუფლებამ" ევროკომისიის დოკუმენტი მოიპოვა.

დოკუმენტით ირკვევა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები "ოცნების" წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებს განიხილავენ. შესაძლოა, საქართველოსს ხელისუფლების წევრებს პერსონალური სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესდეთ, თუმცა ეს არ არის ყველაზე მძიმე მექანიზმი, რომელსაც ევროპელი ლიდერები აამოქმედებენ. ახლა ყველაფერი "ქართულ ოცნებაზეა". თუ დროუალად დააბრუნებენ ქვეყანას ევროპულ ორბიტაზე, თუ უარს იტყვიან საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რუსული კანონის გამო დაწყებულ რეპრესიებზე და შეწყვეტენ თავდასხმებს პარტნიორებზე, მაშინ შესაძლოა,  გადაწყვეტლებაა გადაიხედოს.

ინდივიდუალური სანქციები, სავიზო რეჟიმის შეჩერება - იოზვიაკის ცნობით, საქართველოს წინააღმდეგ მისაღები ზომები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკვე გაეგზავნათ

მსგავსი სიახლეები