სააპელაციო სასამართლომ ამ განჩინებით მწვანე შუქი აუნთო იარაღის ჩადების საქმეებს - უფლებადამცველები ბაბაევის საქმეზე

15.06.24 13:29
სააპელაციო სასამართლომ ამ განჩინებით მწვანე შუქი აუნთო იარაღის ჩადების საქმეებს - უფლებადამცველები ბაბაევის საქმეზე

სააპელაციო სასამართლომ ამ განჩინებით მწვანე შუქი აუნთო იარაღის ჩადების საქმეებს - ასე აფასებენ უფლებადამცველები იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ, იურისტებს გაუჩნდათ განცდა, რომ  ხელისუფლებამ ერთი აქტივისტის საქმის შეკერვით, უსამართლობა წაახალისა. 

სააპელაციო სასამართლომ ამ განჩინებით მწვანე შუქი აუნთო იარაღის ჩადების საქმეებს. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩხრეკის ჩატარების დროს აუცილებელია ესწრებოდეს ნეიტრალური პირი, მოწმე ამ ჩხრეკას. ეს არის პრეცედენტი იმისა, რომ მომავალში ნებისმიერ პოლიციელს შეეძლება, რომ სისტემისთვის მიუღებელ ადამიანს ჩაუდოს იარაღი, ჩაუდოს ნარკოტიკი თუ სხვა უკანონო ნივთიერება და ამის შემდეგ ამოუღოს მიერ მიერვე ჩადებული ნივთი და მისცენ ადამიანი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში", - ამბობს უფლებადამცველი.

იოსებ ბაბაევი ახლა ისევ ბრალის წარდგენის და ახალი დაკავების მოლოდინშია.

მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა, გორის სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის გადაწყვეტილება გააბათილა და ბაბაევის მანქანის ჩხრეკა, რომლის დროსაც ცეცხლსასროლი იარაღი იქნა ამოღებული, კანონიერად ცნო, ხოლო სახლის და პირადი ჩხრეკა უკანონოდ.

ბაბაევი ამტკიცებს, რომ ის უკანონოდ გაჩხრიკეს, მასზე იძალადეს და იარაღი ჩაუდეს -  ბიზნესმენი ახალ ბრალის წარდგენას და ხელახალ დაკავებას ელოდება.

ცნობისთვის, ბიზნესმენის და სამოქალაქო აქტივისტის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ  შსს-ს მტკიცებულებები გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ უკანონოდ, მტკიცებულები კი დაუშვებლად ცნო, შესაბამისად პროკურატურას ბაბაევისთვის ბრალის წარდგენის საშუალება არ ჰქონდა. დაკავებული აქტივისტი გათავისუფლდა.

იოსებ ბაბაევი 5 ივნისს დააკავეს. მას პროკურატურა იარაღის უკანონო შენახვას ედავებოდა. 

თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი დაკავებისას სასტიკად სცემეს. ბაბაევს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული და ეს შეუიარაღებელი თავალითაც ჩანს. 

მსგავსი სიახლეები