საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის როლი უნდა გაძლიერდეს - ვიოლა ფონ კრამონი

16.03.21 18:36
საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის როლი უნდა გაძლიერდეს - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარი გააკეთა. ევროპელი დიპლომატი აცხადებს, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას უფრო ინტენსიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს . ვიოლა ფონ კრამონი მოუწოდებს ოპოზიციას, პარლამენტში შევიდეს და იქიდან განახორციელოს მთავრობის კონტროლი.

მნიშვნელოვანია, ორივე მხარეს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას,  ჰქონდეს ინტენსიური დიალოგი, წავიდნენ გარკვეულ დათმობებზე. 6 პუნქტი, რაც შარლ მიშელმა საქართველოში ჩამოიტანა, უნდა იყოს ინტეგრირებული მოლაპარაკებებში. ბოლო არჩევნების შემდეგ ვნახეთ, რომ იყო გარკვეული დარღვევები, მაგრამ არა ისეთი სახის, რომელიც შედეგს შეცვლიდა.  ოპოზიციის უფლებები უნდა გაძლიერდეს პარლამენტში, რათა ოპოზიციამ გააკონტროლონ მთავრობა - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

 

ევროპელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დაპატიმრების თემა საქართველოში უნდა აღმოიფხვრას. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიცია და ხელისუფლება კონსესუსს მიაღწევს, ჩატარდეს არჩევნები, მაგრამ თუ იგივე შედეგი დაიდება, მაშინ ევროკავშირი მოცემულ რეალობას აღიარებს.

რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების თემას, პოლიტიკური ძალაუფლების ქონა არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველა პროცესში ჩაერიოს. თუ ყველა პარტია დაეთანხმება და ეს იქნება პოლიტიკური ბლოკადის გადალახვის შემდეგი ნაბიჯი, კი ბატონო, იყოს ახალი არჩევნები, მაგრამ თუ იგივე შედეგს მოგვცემს, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ვაღიაროთ ეს შედეგი, არჩევნები შეიძლება, იყოს ინსტრუმენტი და არა მიზანი.   - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა. 

ვიოლა ფონ კრამონმა კომენტარი დიანა ტრაპაიძის გადაცემაში ჩართვისას გააკეთა.