უწყლოდ დარჩენილი თბილისი - ოპოზიცია კახა კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს
თითქმის 24 საათია, თბილისის დიდი ნაწილი უწყლოდ არის დარჩენილი - დღის ბოლოს გაირკვა, რომ ხვალიდან დედაქალაქის ნახევარ მილიონამდე მოსახლეს წყალი გრაფიკით მიეწოდება.
ამ პირობებში დედაქალაქის მერი წყალ მომმარაგებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაუპირისპირდა, თქვა, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემოყვანილი კომპანიაა და GWP ქალაქში ძალიან დიდი პრობლემები აქვს.
საკრებულოს ოპოზიცია კახა კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს - პარტია "ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ სწორედ მერია იყო პასუხისმგებელი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც არაგვის ხეობაში, მესამე პირს ნაყარი მასალით თვითნებურად არ შეევსო, რამაც საბოლოოდ, წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.
მაშინ, როდესაც საზოგადოება ელოდება კონკრეტულ პასუხებს, როდის აღუდგებათ მათ ძალიან ცხელ ზაფხულში წყალმომარაგება, გვესმის ამ აღზევებული, მართლა ბრიყვის კომენტარები იმასთან დაკავშირებით რიდის გაიყიდა და გამოიყიდა კომპანია. რეალურად, არსებობს ძალიან მძიმე ფაქტები , მათ შორის იმასთან დაკავშირებით რომ ხდებოდა მუნიციპალიტეტში მიწის უკანონო დაყრა, რაზეც პირდაპირ პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის მერიას და მუნიციპალურ ინსპექციას, რომელმაც უნდა აღმოფხვრას ასეთი უკანონობა. იმ შემთხვევაში თუ ეს კომპანია GWP ტყუის, ასევე პასუხისმგებლობაა ხელისუფლებზე, მარეგულირებელ ორგანოსა და მუნიციპალიტეტზე, რომ ამხილოს ამ ტყუილში"- თქვა საბა ბუაძემ.
კორუფციული მმართველობის გამოვლინებას უწოდებს წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე მომხდარ ფაქტს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ნინო წულაძე.
მისი თქმით, საკრებულო და არც მერია ერთ ნაბიჯსაც არ დგამს, რომ GWP-სთან პირდაპირი კომინიკაციის წესით, მოაგვაროს მიწისქვეშა კომუნიკაციის პრობლემა.
ეს არის მათი კორუფციული მმართველობის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინება. მათ როცა აწყობთ და ხელს აძლევთ GWP-ის ლანძღვა, მათ ნაციონალობას აბრალებენ - თქვა დეპუატტმა.
"ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" რუსულობაზე გაკეთებულ განცხადებას კომიკურს უწოდებს "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ცოტნე კობერიძე.
ის GWP- ის პასუხისმგებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას და "პირველებთან" აღნიშნავს, რომ წყალსაცავის ინფრასტრუქტურა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ იქ ვიღაც მიწას დაყრის თუ არა, ის ვერ უნდა აზიანებდეს წყალმომარაგების მიწოდებას.
კახა კალაძეს უნდა შევახსენოთ, რომ 1 თვის წინ, რუსული კანონი მიიღეს. ისინი არიან რუსული ხელსიუფლება, თუ რუსული კომოანიები აღიზიანებს უნდა აღიზიანებდეს რუსული ქცევაც. ახლა თითქოს იმის თამაში რომ რამე რუსული არ მოსწონს ეს კომიკურად გამოიყურება"- დასძინა კობერიძემ.