კვალიფიციური სამედიცინო დახმარება სჭირდება - გეგელია კობახიძეზე
ქვეყანას მართავს პირი, რომელსაც კვალიფიციური სამედიცინო დახმარება სჭირდება, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ რუსულმა კანონმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები გაზარდა.
ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ პრემიერს საერთაშორისო პოლიტიკაზე წარმოდგენა არ აქვს, ხოლო დანარჩე ნაწილში უბრალოდ ხალხის მოტყუებას ცდილობს.
ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ამ ქვეყანას მართავს პირი, ვისაც სჭირდება კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. ეს ადამიანი არის არაადეკვატური, მას წარმოდგენა არ აქვს სინამდვილეში იმაზე თუ როგორ მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკა და იმ ნაწილში, რაშიც აქვს, ხალხს ატყუებს, როდესაც აგრძელებს საკუთარ ცრუპენტელობას. ამ რუსული ხელისუფლების გამო საქართველოს არათუ გაეზარდა შანსები, არამედ საერთოდ აღარ გააჩნია შანსები, არათუ 20და 30%-ით არ გაზრდილა საქართველოს ევროპული შანსი, არამედ დავიდა ნულამდე. კობახიძეს ძალიან კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ის ისტორიას დაამახსოვრდება როგორც პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მართლია, მცირე ხნით, მაგრამ სრულად გააჩერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიული გზა, - ამბობს გეგელია.