"ოცნების" ხელისუფლების პირობებში EU-თან მოლაპარაკებების გახსნის შანსი ნული ტოლია - ბოკუჩავა
მორიგი ტყუილი და დეზინფორმაცია, - ასე აფასებს ენმ-ს თავმჯდომარე პრემიერის იმ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ რუსულმა კანონმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი გაზარდა.
თინა ბოკუჩავას თქმით, რეალურად, მოქმედი ხელსუფლების პირობებში ქვეყნის ევროინტეგრაციის შანსი ნულის ტოლია.
ეს არის მორიგი ტყუილი და დეზინფორმაცია ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. რუსული კანონის მიღების შემდეგ საქართველოს შანსი, რომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში არის ნულის ტოლფასი, - ამბობს ბოკუჩავა.