არ ვიცი ირაკლი კობახიძე რომელ პლანეტაზე ცხოვრობს - თამარ კორძაია

18.06.24 16:06
არ ვიცი ირაკლი კობახიძე რომელ პლანეტაზე ცხოვრობს - თამარ კორძაია

არ ვიცი ირაკლი კობახიძე რომელ პლანეტაზე ცხოვრობს -  ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის მიღებით საქართველოსთან მოლაპარაკებების  გახსნის შანსი გაიზარდა.

კორძაიასთვის გაუგებარია, რა ინფორმაციას ეყრდნობა მთავრობის მეთაური, რომელიც მსგავს განცხადებას აკეთებს, მაშინ როცა მთელი ევროპა გვეუბნება, რომ რუსული კანონის შემდეგ საქართველოს ევროინტეგრაციის არანაირი პერსპექტივა არ აქვს. 

"ჩვენ იმიტომ ვიბრძვით, რომ ეს პერსპექტივა შევინარჩუნოთ"- თქვა კორძაიამ. 

ამასთან, ცნობილია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პასუხი - პიტერ სტანო კომენტარს "პირველებთან" აკეთებს და პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონი  საქართველოს  ევროკავშირს  აშორებს და ეს არის ფაქტი და არა უბრალოდ მოსაზრება.

ასევე ნახეთ: პრემიერი იტყუება - სალომე სამადაშვილი

 

მსგავსი სიახლეები