"ძალიან გვჭირდება გამარჯვება", "თქვენი მოგება საქართველოს მოგებაა" - ბათუმში ისტორიული მატჩისთვის ემზადებიან

18.06.24 17:11
"ძალიან გვჭირდება გამარჯვება", "თქვენი მოგება საქართველოს მოგებაა" - ბათუმში ისტორიული მატჩისთვის ემზადებიან

 

 

ზუგდიდი, აჭარა, იმერეთი და თითქმის საქართველოს ყველა ქალაქი - ისტორიული მატჩისთვის მზადება რეგიონების  ნაწილში უკვე დასრულებულია, ნაწილში  კი ახლაც გრძელდება. 

დიდი მზადება მიმდირეობს ბათუმშიც. ზღვისპირა ქალაქში ქომაგები ქუჩებში დადიან და  ხალხს ცენტრალურ სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდებენ, სადაც მატჩის დაწყებამდე კონცერტებია დაგეგმილი.

ქომაგები გამარჯვების მოლოდინში იწყებენ უკვე ბათუმში შეკრებას:

ძალიან მაგარი განწყობით ვართ, ხალხს მოვუწოდებთ, რომ მოვიდნენ დღეს და ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს და აჭარაბეთ არენაზე ძალიან ბევრი სიურპრიზი ელოდებათ,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

განწყობა უმაღლესი არის, როგორც ყოველ თამაშზე, როგორც ფანების, ასევე ბიჭების და ყველაფერს ერთად შევძლებთ,“ -  ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

დღეს დიდი ისტორიული დღეა, ყველა ქართველი ველოდებით როგორ შეაგდებს გოლს ჩვენი ქართველი ფეხბურთელები და დიდი მოლოდინი მაქვს, რომ მოვუგებთ და დავამარცხებთ თურქეთს,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ, რომ ძალიან გვჭირდება გამარჯვება და მაგიტომ ვართ მოსულები, რომ ვუგულშემატკივროთ საქართველოს,“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მთელ გუნდს გისურვებთ ძალიან დიდი წარმატებებს და მინდა, რომ მოიგოთ, თქვენი მოგება საქართველოს მოგებაა,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მე აქ იმისთვის მოვედი, რომ საქართველოს ვუგულშემატკივრო და მინდა, რომ საქართველომ მოიგოს,“ - ამბობს ერთ-ერთი პატარა გულშემატკივარი.

დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული თარიღია. დორტმუნდი ქართველი ქომაგებით არის სავსე  და თითქმის ყველა ქუჩაზე ქართული შეძახილები ისმის. 

ცნობისთვის, ვინც გერმანიაში ვერ წავიდა, გადამწვეტი თამაშის ყურების შესაძლელობლობა მიხეილ მესხის სტადიონზე ექნებათ. სტადიონზე გიგანტური 6 ეკრანი უკვე დამონტაჟებულია და კარი ქართველი ქომაგებისთვის ზუსტად 6 საათზე გაიღება.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს თურქეთთან გამართავს.

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები