პრეზიდენტი დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თამაშს დაესწრება

18.06.24 18:42
პრეზიდენტი დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თამაშს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თამაშს დაესწრება - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის ქალაქ დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო - თურქეთის მატჩს დაესწრება და ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს," - წერია განცხადებაში.

დორტმუნდში ქართველი გულშემატკივრების მსვლელობა დაიწყო. ქართველი ქომაგების არმია ქალაქის ცენტრალური პარკიდან დაიძრა და სტადიონისკენ მიემართებიან.

დილიდან გერმანიის ქალაქში, სადაც ისტორიული მატჩია დაგეგმილი, ქართველების ნაკადი არ წყდება. საქართველოს დროშებით და ნაკრების მაისურებით მთელი ქალაქია გადაჭედილი. ხალხი დიდი გამარჯვებისთვის ემზადება.

დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული თარიღია. სტადიონზე ეროვნილი ნაკრების მხარდასაჭერად ათასობით ქართველი მივა. მეორე დღეა დორტმუნდი ქართველი ქომაგებით არის სავსე  და თითქმის ყველა ქუჩაზე ქართული შეძახილები ისმის. 

ისინი, კი ვინც გერმანიაში ვერ წავიდა, გადამწვეტი თამაშის ყურების შესაძლელობლობა მიხეილ მესხის სტადიონზე ექნებათ. სტადიონზე გიგანტური 6 ეკრანი უკვე დამონტაჟებულია და კარი ქართველი ქომაგებისთვის ზუსტად 6 საათზე გაიღება.

ბოლო განცხადება გადამწყვეტი მატჩის წინ უკვე გააკეთეს  ეროვნული ნაკრების წევრებმაც, თქვეს, რომ მზად არიან მოგებისთვის და გამარჯვებითვის. 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს თურქეთთან გამართავს.

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება. 

 

მსგავსი სიახლეები