მზადება ისტორიული მატჩისთვის - ეროვნული ნაკრების მატჩისწინა მოთელვა დორტმუნდის მოედანზე

18.06.24 19:28
მზადება ისტორიული მატჩისთვის - ეროვნული ნაკრების მატჩისწინა მოთელვა დორტმუნდის მოედანზე

 

 

მზადება ისტორიული მატჩისთვის - საქართველოს ეროვნული ნაკრები ამ წუთებში უკვე მოედანზეა და მატჩისწინა მოთელვას გადის. ისმის შეძახილები "საქართველო".

მოედანზე იმყოფებიან თურქი ფეხბურთელებიც.

ისტორიულ მატჩამდე 30 წუთია დარჩენილი. დორტმუნდის ტრიბუნებზე ქართველი ქომაგები უკვე იმყოფებიან.

დილიდან გერმანიის ქალაქში, სადაც ისტორიული მატჩია დაგეგმილი, ქართველების ნაკადი არ წყდება. საქართველოს დროშებით და ნაკრების მაისურებით მთელი ქალაქია გადაჭედილი. ხალხი დიდი გამარჯვებისთვის ემზადება.

დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული თარიღია. სტადიონზე ეროვნილი ნაკრების მხარდასაჭერად ათასობით ქართველი მივა. მეორე დღეა დორტმუნდი ქართველი ქომაგებით არის სავსე  და თითქმის ყველა ქუჩაზე ქართული შეძახილები ისმის. 

ისინი, კი ვინც გერმანიაში ვერ წავიდა, გადამწვეტი თამაშის ყურების შესაძლელობლობა მიხეილ მესხის სტადიონზე ექნებათ. სტადიონზე გიგანტური 6 ეკრანი უკვე დამონტაჟებულია და კარი ქართველი ქომაგებისთვის ზუსტად 6 საათზე გაიღება.

ბოლო განცხადება გადამწყვეტი მატჩის წინ უკვე გააკეთეს  ეროვნული ნაკრების წევრებმაც, თქვეს, რომ მზად არიან მოგებისთვის და გამარჯვებითვის. 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს თურქეთთან გამართავს.

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება. 

 

მსგავსი სიახლეები