ბლინკენი: პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი არის მისი სასოწარკვეთილების ნიშანი
"პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი არის მისი სასოწარკვეთილების ნიშანი, რათა გააძლიეროს ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ რუსეთის ომს უკრაინაში," - ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსეთის პრეზიდენტის ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლას.
ჩრდილოეთ კორეა მნიშვნელოვან იარაღსა და სხვა საბრძოლო მასალას აწვდის რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად. ირანი აწვდის იარაღს, მათ შორის უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენებოდა. ჩვენ ძალიან ვართ შეშფოთებული ჩინეთზე, არა იარაღის მიწოდების კუთხით, არამედ იმით, რომ მიაწოდონ რუსეთს ის, რაც თავდაცვის ინდუსტრიული ბაზების შენარჩუნებისთვის სჭირდება და თავად აწარმოოს უფრო მეტი ტანკი, იარაღი და რაკეტები.
ასე რომ, თუ ჩინეთი, რომელიც აცხადებს, რომ ომის დასრულების დიდი ინტერესი აქვს, ამას ნამდვილად გულისხმობს, ის შეწყვეტს ომის მანქანისთვის საწვავის მიწოდებას და ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვეძლება, რათა აღვკვეთოთ ისეთი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერა, როგორებიც ირანი და ჩრდილოეთ კორეა არიან“, – განაცხადა ბლინკენმა.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. პუტინს ფხენიანის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი დახვდა.