არ ვიცი, ვის რა ინფორმაცია მიუვიდა - ალუდა ღუდუშაური აშშ-ს სანქციებზე

19.06.24 11:27
არ ვიცი, ვის რა ინფორმაცია მიუვიდა - ალუდა ღუდუშაური აშშ-ს სანქციებზე

 "ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური ისევ ამტკიცებს, რომ ხელისუფლება პირველ ადგილზე ქვეყნის ინტერესებს აყენებს და ამიტომ სანქციების საკითხი დიდად არ აღელვებთ. მისი თქმით, არ იცის, კონკრეტულად ვინ დაასანქცირა აშშ-მ და ამის შესახებ თავად რობი დანიგანმა უნდა ისაუბროს. 

დიახ, ვიზა მაქვს და ამით არ ვიცი რა იცვლება. ვინ სად იმოგზაურებს, ვინ რას ჩაიცვამს, ვინ რას მიირთმევს, თქვენ ამით ნუ დაკავდებით. დამიჯერეთ და მერწმუნეთ, რომ ჩვენი ისეთი მაგარი ქვეყანა გვაქვს, პირველ რიგში, არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები, შემდეგ, რა თქმა უნდა, მსოფლიოში არაერთი ადგილია ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო. არ ვიცი ვის რა მიუვიდა, რა ინფორმაცია მიუვიდა, მაგრამ გეუბნებით, რომ რაც განაცხადა ქალბატონმა ელჩმა, მან იცის ალბათ ვის მიუვიდა ეს ყველაფერი და ალბათ მას უნდა ჰკითხოთ, - ამბობს ღუდუშაური. 

საქრათველოში ამერიკის ელჩი ამბობს, რომ ვიზების გაუქმების შესახებ შეტყობინენები "ოცნების" სანქცირებულ წევრებს უკვე მიუვიდათ. მათ კი,  ვისაც ვიზა არ აქვს, თუ მის აღებას გადაწყვეტენ, საელჩოში აღმოაჩენენ, რომ სანქცირებულია. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ამ სიაში არიან არა მხოლოდ დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელები, არამედ მათი ოჯახის წევბიც.