ეს არის ისტერიაში ჩავარდნილი პოლიტიკური გუნდის განცხადება - ლევან სამუშია თეა წულუკიანზე
,,ლელოს" წევრი, ლევან სამუშია თეა წულუკიანის კომენტარს ,,ისტერიაში ჩავარდნილი პოლიტიკური გუნდის განცხადებას" უწოდებს. სამუშიას თქმით, 5 ივლისის ამბებზე დასავლელი პარტნიორების რეაქციამ ,,ქართული ოცნება" საგონებელში ჩააგდო და მმართველი პარტია ცდილობს, პასუხისმგებლობას თავი აარიდოს.
ეს არის ისტერიაში ჩავარდნილი პოლიტიკური გუნდის განცხადება, რომელთაც არ იციან, რა თქვან და რა გააკეთონ. მთავრობის წევრი ჟურნალისტებს მიმართავს, თქვენ გადააყენეთ პრემიერიო. მათ კარგად იციან, თუ რა რეაქცია ჰქონდათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს იმ სიველურეზე, რაც დააორგანიზა პრემიერ-მინისტრმა. ამ არაადეკვატური განცხადებებით ცდილობენ, თავი აარიდონ. თვითონაც ეტყობათ, რომ ისტერიული ფონი აქვთ - ამბობს ლევან სამუშია.
თეა წულუკიანი 5 ივლისის მოვლენებზე ხელისუფლების პასუხისმგებლობის შესახებ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა და მან ჟურნალისტებს მოუწოდა, თავად გადააყენონ პრემიერ-მინისტრი, თუ ამის თავი აქვთ.