ივანიშვილი მთავარ პროკურორად ირჩევს ადამიანს, რომელიც მზად იქნება, მისი ბინძური დავალებების შეასრულოს - ბოკუჩავა

19.06.24 11:55
ივანიშვილი მთავარ პროკურორად ირჩევს ადამიანს, რომელიც მზად იქნება, მისი ბინძური დავალებების შეასრულოს - ბოკუჩავა

ივანიშვილი მთავარ პროკურორს ისევ პოლიტიკური ლოიალურობის ნიშნით ირჩევს, რომელიც მზად იქნება, მისი ნებისმიერი ბინძური დავალება შეასრულოს, - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, სწორედ ამგვარად ანგრევს და აკნინებს ოლიგარქი სახელმწიფო ინსტიტუტებს. 

ისევ და ისევ მხოლოდ პოლიტიკური ლოიალურობის ნიშნით ირჩევს ბიძინა ივანიშვილი მთავარ პროკურორს, რომელიც მზად იქნება, შეასრულოს ივანიშვილის ნებისმიერი ბინძური დავალება. ასე აკნინებს და ანგრევს ივანიშვილი დემოკრატიულ ინსტიტუტებს საქართველოში და ამით ასევე ანგრევს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალის პერსპექტივას, - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

გიორგი ვოლსკიმ  და "ოცნების" წევრებმა უკვე იციან, ვინ დაიკავებს გენერალური პროკურორის პოსტს. მმართველი პარტიის დეპუტატები აღიარებენ, რომ კონკრეტული კანდიდტიც არსებობს და მის შესახებ გუნდშიც მსჯელობენ. 

მსგავსი სიახლეები