ივანიშვილი მთავარ პროკურორად ამოარჩევს ისეთ ადამიანს, რომელიც მას რუსული ორბიტის მიმართულებით გაყვება - ბუაძე
ივანიშვილი მთავარ პროკურორად ამოარჩევს ისეთ ადამიანს, რომელიც მას რუსული ორბიტის მიმართულებით გაყვება, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი საბა ბუაძე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ერთადერთი კრიტერიუმი, რომლითაც კანდიდატი აირჩევა, ხელისუფლების უპირობო და მონური მორჩილება იქნება.
ამ ქვეყანაში პროკურორიც და მოსამართლეც არის ივანიშვილი, რომელიც პუტინის რუსეთის მსგავსად ანადგურებს ამ ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემას და პროკურორის შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი იქნება უპირობო და მონური მორჩილება იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც ამ ქვეყანაში დევნის ახალგაზრდებს, შესაბამისად, პირთა წრეც არის ძალიან ვიწრო, იმიტომ, რომ ივანიშვილი ამოარჩევს სწორედ ისეთ ადამიანს, რომელიც მას გაყვება ამ რუსული ორბიტის მიმართულებით, - ამბობს საბა ბუაძე.
გიორგი ვოლსკიმ და "ოცნების" წევრებმა უკვე იციან, ვინ დაიკავებს გენერალური პროკურორის პოსტს. მმართველი პარტიის დეპუტატები აღიარებენ, რომ კონკრეტული კანდიდტიც არსებობს და მის შესახებ გუნდშიც მსჯელობენ.