"საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები გაუარესებულია" - ჰერჩინსკი კობახიძეს ტყუილში ამხელს

19.06.24 13:10
"საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები გაუარესებულია" - ჰერჩინსკი კობახიძეს ტყუილში ამხელს

"საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები გაურესებულია და ეს რუსული კანონის გამო მოხდა" - საქართველოში ევროკავშირის ელჩი ირაკლი კობახიძეს, პრაქტიკულად, სიცრუეში ამხელს. "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში დიპლომატი ამბობს, რომ რუსული კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები არათუ გაზარდა, არამედ პირიქით, საერთოდ გაყინა. ჰერჩინსკის თქმით, ბრისუელი საქართველოს თემაზე საგანგებო მსჯელობისთვის ემზადება, რომლის შედეგებიც საქართელოს მთავრობის წევრებს გადაეგზავნებათ. 

მე არ მინდა გავაკეთო კომენტარი მსგავს განცხადებებზე, მაგრამ გეტყვით, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები გაუარესებულია. სამწუხაროდ, სწორედ ამ კანონის გამო. ევროოკავშირი შემდეგ კვირაში იმსჯელებს საქართველოს საკითხებზე და გადაეგზავნებათ შედეგები მინისტრებს და მთავრობის წარმომადგენლებს. სამწუხაროდ, ამ კანონმა შეაჩერა საქართველოს წინსვლა. ახლა უნდა იმსჯელონ, რა არის საქართელოსთვის კარგი და ისე მიიღონ გადაწყვეტილებები, რადგან ამ კანონმა გაყინა საქართველოს ევროკავშირშ გაწევრიანება, - თქვა ჰერჩინსკიმ. 

ორი დღის წინ კობახიძე ამტკიცებდა, რომ რუსულმა კანონმა საქართველოს ევროკაშირიში გაწევრიანების შანსები გაზრდა.

მსგავსი სიახლეები