ამბობენ, რომ სამშობლოს გამო სანქცირდებიან, სინამდვილეში, სამშობლო სანქცირდება მათ გამო - იაგო ხვიჩია "ოცნებაზე"
გამოდიან და გვეუბნებიან, რომ სამშობლოსთვის სანქცირდებიან, არადა, პირიქით არის - სამშობლო სანქცირდება ჩვენი კოლეგების ქმედებების გამო, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია საუბრობს.
მეცოდება ჩვენი კოლეგები, რომლებმაც არ იციან, რას სჩადიან. რომლებიც გამოდიან და გვეუბნებიან, რომ სამშობლოსთვის სანქცირდებიან, არადა, პირიქით არის - სამშობლო სანქცირდება ჩვენი კოლეგების ქმედებების გამო. და ვინაიდან არაფერია ისეთი, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ გაცხადდეს, საბოლოო ჯამში, გაირკვევა, რომ სამშობლოს გამო კი არ სანქცირდებოდა ეს ხალხი, არამედ პირიქით იყო, - ამბობს იაგო ხვიჩია.
საქართველოში ამერიკის ელჩი ამბობს, რომ ვიზების გაუქმების შესახებ შეტყობინენები "ოცნების" სანქცირებულ წევრებს უკვე მიუვიდათ. მათ კი, ვისაც ვიზა არ აქვს, თუ მის აღებას გადაწყვეტენ, საელჩოში აღმოაჩენენ, რომ სანქცირებულია. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ამ სიაში არიან არა მხოლოდ დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც.