„ოცნების“ თავზე შავი ღრუბლები - ნიკა გვარამია
„ოცნების“ თავზე შავი ღრუბლები უკვე ძალიან დიდი ოდენობით დაგროვდა, - ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერი აშშ-ს ელჩის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ ამჯერად ის ძალიან მკაცრი და ხისტი იყო.
„ოცნების“ თავზე შავი ღრუბლები უკვე ძალიან დიდი ოდენობით დაგროვდა. ამჯერად უკვე ამერიკის ელჩის განცხადება არის ძალიან მძიმე და ხისტი და სანქციების პირველი პაკეტი უკვე დადასტურებულად განხორციელებულია. ხალხი არ ისჯება, მაგრამ ისჯება მთავრობა, რომელიც ანტიდასავლურ კურსს ატარებს და საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ იქცევა ასე, - ამბობს ნიკა გვარამია.
საქართველოში ამერიკის ელჩი ამბობს, რომ ვიზების გაუქმების შესახებ შეტყობინენები "ოცნების" სანქცირებულ წევრებს უკვე მიუვიდათ. მათ კი, ვისაც ვიზა არ აქვს, თუ მის აღებას გადაწყვეტენ, საელჩოში აღმოაჩენენ, რომ სანქცირებულია. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ამ სიაში არიან არა მხოლოდ დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც.