"გავრცელებული ინფორმაცია, ზვიად ხარაზიშვილის "გაშავებას" ისახავს მიზნად" - შსს "ხარებასა" და "შინჯიკას" შორის დაპირისპირებაზე
დიდი ჯახი "ხარებასა" და "შინჯიკას" შორის - ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორი მიმალვაშია. გიორგი შინჯიკაშვილი არც სამსახურში ჩანს და არც იმ სოფელში, სადაც მის სახლს დღეების განმავლობაში არაფორმალების კრიმინალური ბანდა იცავდა.
შინაგან საქმეთა სამინიტრო კი ამ დაპირისპირებაზე დასმულ კითხვებს გაურბის და ამ ეტაპზე, გამოძიების დაწყების საფუძელს ვერ ხედავს. მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე დღეს "პირველებთან" ამტკიცებდა, რომ რომ დაპირისპირება ზვიად ხარაზიშვილსა და გიორგი შინჯიკაშვილს შორის არ მომხადა და გავრცელებული ინფორმაცია გდდ-ის ხელმძღვანელის მიმართ მიზანმიმართული დისკრედიტაციაა, რომელიც ხარაზიშვილის "გაშავებას" ისახავს მიზნად.
მას შემდეგ, რაც შსს-მ ორი თვის განმავლობაში მოახერხა - იმ რთული პროცესებისა და აქციების მართვა, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, დაიწყო გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დისკრიმინაცია.
ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მიზნად გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის "გაშავებას" ისახავს მიზნად, მიუღებელია.
თუკი იქნება კონკრეტული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, შსს მოახდენს შესაბამის რეაგირებას. ჩვენს მიგვაჩნია, რომ ეს არის გდდ-ის, მისი ხელმძღვანელის და მისი თანამშრომელების მიმართ მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რომ მოხდეს ამ ადამიანების დემონიზება და "გაშავება" და თუ რაიმე დანაშაულებრივი ფაქტი იყო, შესაბამისი საგამოძიებო უწყება დაიწყებს დაიწყებს გამოძიებას და მოახდენს რეაგირებას", - ამბობს დარახველიძე.
"შაბათის ეთერის" სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ სპეცრაზმელების ელიტურ ქვედანაყოფსა და ვიცე გუბერნატორის გარემოცვას შორის დაპირისპირება რესტორანში დაიწყო, რაც შემდგომში საქმეს გარჩევასა და არაფორმალების ჩართვით, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ გაბრაზებული "ხარებას" შურისძიების შესაკავებლად გიორგი შინჯიკაშვილის მოკავშირეებმა მის სახლთან მორიგეობა დააწესესს და სოფლისკენ მიმავალი გზები ცოცხალი კედლით ჩაკეტეს.
ქვემო ქართლის ვიცე გუბერნატორის მამა ამტკიცებდა, რომ გიორგი სინჯიკაშვილი გურჯაანში, მარწყვის საკრეფად წავიდა.