გია ცაგარეიშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს და მთავრობაში გადადის

19.06.24 14:51
გია ცაგარეიშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს და მთავრობაში გადადის

"ოცნების" დეპუტატი გია ცაგარეიშვილი, რომელიც რუსული კანონის დაინიცირების შემდეგ საჯარო აქტივობებისგან თავს იკავებდა, სადეპუტატო მანდატს ტოვებს. ცაგრეიშვილი მთავრობაში გადადის და ის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ ინიშნება.

შეგახსენებთ, რომ ცაგაერიშივლის ქალიშივილი, ირო ცაგარეიშივლი რუსული კანონის დაინცირების შემდეგ, ამ კანონს საჯაროდ მწვავედ აკრიტიკებდა.

ასევე, ტვ პირველმა გადაიღო კადრები, რომ ვეტოს დაძლევის დღეს ცააგრეიშივლი პარლამენტში მხოლოდ რამდნეიმე წუთით მივიდა და ხმის მიცემის შემდეგ დარბაზი მომენტალურად დატოვა

გიორგი ცაგარეიშვილი 2022 წლიდან დღემდე საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.

მსგავსი სიახლეები