"ოცნების" ყველა მოქმედება კრემლის სტილისაა - რასა იუნკევიჩიანე
"სირცხვილია" - ასე აფასებს ევროპარლამენტარი რასა იუნკევიჩიანე პრემიერის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ რუსული კანონის დამტკიცებამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები გაზარდა.
გავლენიანი ევროდეპუტატი "პირველებთან" ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონი და საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელია. მისი თქმით, ყველაფერი, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, კრემლის სტილის ტყუილებია. იუნკევიჩიანეს თქმით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ხალხით მანიპულირებას ცდილობს.
ძალიან უცნაური გზავნილია, ყველა პასუხისმგებელი პირი ევროკავშირში შეშფოთებულია. მთავრობაში აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც ასუსტებს საქართველოს პოზიციებს და ევროკავშირის წევრების წინააღმდეგაა მიმართული. ყველაფერი, რასაც თქვენი ხელისუფლება ამ კანონთან დაკაშირებით აკეთებს , ძირითადი ღირებულებების წინააღმდეგაა, თანაშრომლობის და სოლიდარობის პრინციპებს ვერ ერგება. ანტიევროპული კანონი, რომლითაც ცდილობენ წარმოაჩინონ რომ დასავლური დახმარება პრობლემა და კრიმინალია. პრემიერი რასაც ამბობს, დამოკიდებულებები ევროკავშირში ამისგან სრულიად განსხვავებულია. ეს სირცხვილია!
ყველა მოქმედება კრემლის სტილისაა , ტყუილები - ყველაფერი რასაც აკეთებენ, იგივეა, რასაც აკეთებს რუსეთი. ეს ნამდვილად არის ევროპული. არჩევნები მოდის და მათ სურთ ხალხით მანიპულირება. ესეც რუსული პოლიტიკის ნაწილია!, - ამბობს რასა იუკნევიჩიანე.