საქართველოს ხელისუფლება ირჩევს რუსულ გზას - პუპოლსი

19.06.24 15:15
საქართველოს ხელისუფლება ირჩევს რუსულ გზას - პუპოლსი

ევროკავშირს ვერ შეუერთდებით ისეთი კანონების მიღებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, - ამის შესახებ "პირველებთან" ინტერვიუში ევროპარლამენტარი ანსის პუპოლსი საუბრობს.  ევროდეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ კანონი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, რუსულიდან კოპირებულია და ის საზოგადოების იმ ნაწილის გაჩუმებას ემსახურება, რომელიც ხელისუფლების თანამოაზრე არ არის. 

პუპოლსის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსული გზა აირჩია. 

თუ მას ამის სჯერა, ის საკუთარ თავსვე ატყუებს. სისულელეა, ევროკავშირს ვერ შეუერთდებით ისეთი კანონების მიღებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და ეს კანონი ნამდვილად ეწინააღმდეგება. ქართული კანონი არის რუსული კანონის კოპირება, რომელიც ცდილობს, გავლენა მოახდინოს ყველაზე, ვინც მათ არ მოსწონთ. წინ ევროპულ საბჭოში დისკუსია გელოდებათ. ქართველმა მაღალჩინოსნებმა უნდა გაიგონ, რომ მათი დავალებით ძალოვანების მიერ ადამიანების ცემა, ევროპისკენ მიმავალი გზა არ არის, ეს არის გზა რუსული გავლენის ჯოჯოხეთისკენ. საქართველოში ყოფნის დროს მივხვდი, რომ ისევ არის ბრძოლა ევროპულსა და რუსულ პოზიციებს შორის და სამწუხაროდ, რუსული პოზიციები იმარჯვებს. რუსული გავლენები შეინიშნება სახელმწიფო სტრუქტურებში. საქართველოს ხელისუფლება ირჩევს რუსულ გზას, - ამბობს ანსის პუპოლსი.

საქართველოს პრემიერმა თქვა, რომ რომ რუსული კანონის დამტკიცებამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები გაზარდა

მსგავსი სიახლეები