"ოცნების" დეპუტატი ამტკიცებს, რომ აშშ-ს ვიზის გაუქმების შესახებ შეტყობინება არ მისვლია
"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი კირცხალია ამტკიცებს, რომ აშშ-ს ვიზის გაუქმების შესახებ შეტყობინება არ მისვლია. სახელისფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ასეთის არშებობის შემთხვევაშ ინფრომაციას არ დამალავდა.
ამასთან, კირცხალია ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან სანქცირების თემის წამოჭრა, "მინიმუმ, შეურაცხმყოფელია".
მე ნამდვილად არ გამიგია, გულწრფელად გეუბნებით, რომ ვინმეს რამე მიუვიდა. რაც შეეხება დიპლომატი არ ამხელს, ზოგადად, ამის გამოცხადება აი, ასეთი ფორმით, რომ ვიღაც დასანქცირდა, მერე გავიგებთ, ვიღაც ჩავა - იქ გაიგებს, ეს, მემგონი, თვითონ ელჩისთვისაც გაუგებარია, მაგრამ დიპლომატია და დიპლომატიურად იძახის რაც სათქმელია და ჩვენთვისაც სრულიად გაუგებარია. დამერწმუნეთ, ასე რომ ყოფილიყო, აქ დასამალი არაფერია. ზოგადად, ეს სანქცირების თემა, პარტნიორებისგან, მინიმუმ, შეურაცხმყოფელია და მე დარწმუნებული ვარ ამ ახალი ელჩის პირობებში და ზოგადად, გადაიხედება ჩვენი ურთიერთობები და დალაგდება. მე მაქვს მოქმედი ვიზა და შეტყობინება არ მომსვლია,- ამბობს ირაკლი კირცხალია.
საქართველოში ამერიკის ელჩი ამბობს, რომ ვიზების გაუქმების შესახებ შეტყობინენები "ოცნების" სანქცირებულ წევრებს უკვე მიუვიდათ. მათ კი, ვისაც ვიზა არ აქვს, თუ მის აღებას გადაწყვეტენ, საელჩოში აღმოაჩენენ, რომ სანქცირებულია. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ამ სიაში არიან არა მხოლოდ დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც.