არც ვიზა მაქვს, არც წასვლას ვაპირებ და არც ძალიან მაწუხებს - პაატა კვიჟინაძე აშშ-ს სანქციებზე
"ქართული ოცნების" წევრი პაატა კვიჟინაძე ამტკიცებს, რომ არც მას და არც მის თანაგუნდელებს სავიზო შეზღუდვების შესახებ შეტყობინება არ მისვლიათ. ამასთან დეპუტატი ამბობს, რომ სანქციების საკითხი მაინც და მიანც არ აწუხებს, რადგან ამერიკაში წასვლას არ გეგმავს.
არავინ არ არის დასანქცირებული. გულწრფელად გეუბნებით, მე არც ვიზა მაქვს, არც წასვლას ვაპირებ და არც ძალიან მაწუხებს. არ მოსვლია არავის. ისინი ხომ ჩემი მეგობრები არიან, ერთმანეთში ხომ ვსაუბრობთ? ასეთი რამე არ მომხდარა, - ამბობს პაატა კვიჟინაძე.
საქართველოში ამერიკის ელჩი ამბობს, რომ ვიზების გაუქმების შესახებ შეტყობინენები "ოცნების" სანქცირებულ წევრებს უკვე მიუვიდათ. მათ კი, ვისაც ვიზა არ აქვს, თუ მის აღებას გადაწყვეტენ, საელჩოში აღმოაჩენენ, რომ სანქცირებულია. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ამ სიაში არიან არა მხოლოდ დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც.