ალბათ ესირცხვილებათ სანქციები და ამიტომ მალავენ - დეკანოიძე "ოცნებაზე"

19.06.24 15:29
ალბათ ესირცხვილებათ სანქციები და ამიტომ მალავენ - დეკანოიძე "ოცნებაზე"

"ევროოპტიმისტების" წევრი არ გამორიცხავს,რ ომ "ოცნებას" აშშ-ს მიერ დადებული სანქციები ესირცხვილებათ და ინფორმაციასაც ამიტომ მალავენ. ამასთან, ოპოზიციის წევრი ხელისუფლებას ორმაგი სტანდარტის გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, იმ დროს, როდესაც "ოცნების" მაღალჩინოსნები საკუთარ შვილებს სასწავლებლად ამერიკაში აგზავნიან, სტრატეგიული პარტნიორის ლანძღვა "ფარისევლობა და თაღლითობაა". 

„ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან აშშ-ს ვიზების გაუქმების დამალვის მიზეზი არ ვიცი, ალბათ ესირცხვილებათ, რომ დასანქცირებულები არიან. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ვინ, რას ამბობს. „ქართულ ოცნებაში“ ორმაგი სტანდარტია, საკუთარ შვილებს და ოჯახის წევრებს ასწავლიან აშშ-ში, მათი ოჯახის წევრები მოქალაქეები არიან და ამ დროს, აშშ-ის წინააღმდეგ ღია აღვირახსნილი და ლანძღვის კამპანია მიმდინარეობს. ამიტომ, ეს არის ორმაგი სტანდარტი, ფარისევლობა და თაღლითობა. როდესაც საკუთარ შვილს კალიფორნიაში ან ჩიკაგოში აგზავნი, გინდა, რომ იქ ისწავლოს და დაამთავროს [უნივერსიტეტი] და საქართველოს მოქალაქეების შვილებს ტოვებ რუსეთში და იზოლაციაში, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
 

საქართველოში ამერიკის ელჩი ამბობს, რომ ვიზების გაუქმების შესახებ შეტყობინენები "ოცნების" სანქცირებულ წევრებს უკვე მიუვიდათ. მათ კი,  ვისაც ვიზა არ აქვს, თუ მის აღებას გადაწყვეტენ, საელჩოში აღმოაჩენენ, რომ სანქცირებულია. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ამ სიაში არიან არა მხოლოდ დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც.     

მსგავსი სიახლეები