"ხალხის ძალა" რეალურად ივანიშვილის პირია" - ბადრი ჯაფარიძე
"ხალხის ძალა" რეალურად, ბიძინა ივანიშვილის პირია" - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული პარტიის მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას, სადაც მაჭარაშვილი, სუბარის დაჯგუფება აშშ-ის ელჩს თავს ესხმის და წერს, რომ "2008 წლის ომში აშშ-ის როლზე სერიოზული კითხვები" აქვთ.
"ეს არის მორიგი უსინდისო განცხადება. რუსეთი აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ ომს, ჩვენს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე დღიდან. პირადად მე ვიწვნიე ამ ომის შედეგები, როდესაც დაამხეს კანონიერი ხელისუფლება რუსეთის ხელშეწყობით. აქედან გამომდინარე, რუსეთი აწარმოებს ომს არა 2008 წლიდან, არამედ აწარმოებს ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე დღიდან.
"ხალხის ძალა" რეალურად არის ბიძინა ივანიშვილის პირი. შესაბამისად, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მაქსიმალურად დაამცირონ. ეს არის რუსული დაკვეთა"- თქვა მან.