"ოცნება" თვითგანადგურების რეჟიმშია, ასე გააგრძელეთ! - გახარიას გუნდი

20.06.24 14:29
"ოცნება" თვითგანადგურების რეჟიმშია, ასე გააგრძელეთ! - გახარიას გუნდი

როგორც წესი, "ხალხის ძალის" განცხადებები პოლიტიკური თაღლითობის ან პოლიტიკური მავნებლობის პრელუდიაა -  პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული პარტიის მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას, სადაც მაჭარაშვილი, სუბარის დაჯგუფება აშშ-ის ელჩს თავს ესხმის და წერს, რომ "2008 წლის ომში აშშ-ის როლზე სერიოზული კითხვები" აქვთ.

გიორგი გახარიას გუნდის წევრი არც იმას გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნების" მიზანი სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის შეჩერება და მათი რუსეთის ფედერაციით ჩანაცვლება იყოს. 

მე აღარ მოწუოდებ "ქართულ ოცნებას" არანაირი პოზიტიური ნაბიჯების გადადგმისკენ. ისინი თვითგანადგურების რეჟიმში არიან, ასებ გააგრძელონ. 4 თვე ქართველი ხალხი ამას აიტანს და ოთხი თქვის შემდეგ, ჩვენ ყველა ერთად მოვიშორებთ ხელისუფლებისგან"- აცხადებს ლილუაშვილი.