პრემიერ-მინისტრს შეეძლო, რომ სხვა გზავნილები გაეჟღერებინა - სალომე სამადაშვილი

16.03.21 20:51
პრემიერ-მინისტრს შეეძლო, რომ სხვა გზავნილები გაეჟღერებინა - სალომე სამადაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ბრიუსელიდან ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვას უარყოფითად აფასებს. სამადაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავნილები მოლაპარაკების პროცესისთვის დამაზიანებელია და უცხოელ პარტნიორებში არაკეთილსინდისიერად იქნება აღქმული.

პრემიერის გზავნილები დღეს ბრიუსელში არანაირად არ აჩენს განცდას, რომ ის მონდომებულია ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში, ვფიქრობ, რომ პრემიერ მინისტრს შეეძლო, რომ სხვა გზავნილები გაეჟღერებინა. მე ვფიქრობ, რომ მისი გზავნილები გააჩენს განცდას, მათ შორის ჩვენს პარტნიორებში ევროპაში, რომ ხელისუფლება არ არის კეთილსინდისიერი ამ მოლაპარაკების პროცესში რეალური შედეგის დასადებად, როდესაც პრმეიერ-მინისტრი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ  და დამოუკიდებელია სასამართლო სისტემა და ამის პარალელურად ევროკავშირის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ სწორედ სასამართლო სისტემა არის მთავარი პრობლემა ქვეყანაში, ყველასთვის გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის და ევროკავშირის აზრები ერთმანეთისგან არის განსხვავებული, - ამბობს სამადაშვილი.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოში სასამართლო თავისუფალია და პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

მსგავსი სიახლეები