რის თქმასაც „ოცნება“, ეს რუსული კოშმარი არ აპირებს, ათქმევინებს თავის სატელიტს - ჭიაბერაშვილი

20.06.24 14:36
რის თქმასაც „ოცნება“, ეს რუსული კოშმარი არ აპირებს, ათქმევინებს თავის სატელიტს - ჭიაბერაშვილი

ხალხის ძალის“ განცხადება არის შემდეგი - რის თქმასაც „ქართული ოცნება“, ეს რუსული კოშმარი არ აპირებს, ათქმევინებს თავის სატელიტს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანი „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული პარტიის მორიგ ანტიდასავლურ განცხადების შეფასებისას აცხადებს, საყ=უბარია ვრცელ მიმართვაზე, სადაც მაჭარაშვილი, სუბარის დაჯგუფება აშშ-ის ელჩს თავს ესხმის და წერს, რომ "2008 წლის ომში აშშ-ის როლზე სერიოზული კითხვები" აქვთ.

ჭიაბერაშვილის თქმით, „ხალხის ძალის“ განცხადება „ქართული ოცნების“ და რუსეთის ერთობლივი პროპაგანდაა.

„უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ და რუსეთის ერთობლივი პროპაგანდა, მათ შორის ისინი კვლავ უბრუნდებიან იმ თემას, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის და რაც ყველაზე მეტად აწყობს კრემლს. ეს არის ის, რომ ისევ და ისევ დადანაშაულებული იქნას საქართველო, ჩვენი პარტნიორები - ევროკავშირი, შეერთებული შტატები. ასეთი პროპაგანდა არაერთხელ მოგვისმენია და ნათლად ავლენს „ქართული ოცნების“ ბუნებას. ისინი ამ გზავნილით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამ გზავნილით ასრულებენ ხელისუფლებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხედავს ამ რუსული ძალის მოღალატეობრივ ბუნებას“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.