2024 წლის არჩევნები - რა მთავარი გზავნილი წამოიღო ოპოზიციამ ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრიდან?

20.06.24 17:22
2024 წლის არჩევნები - რა მთავარი გზავნილი წამოიღო ოპოზიციამ ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრიდან?

არჩევნები დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის - ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც ოპოზიციამ ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრიდან წამოიღო. შეხვედრა უკვე დასრულებულია.

ოპოზიციის თქმით, ამერიკა 2024 წლის არჩევნებს გამადიდებელი შუშით დააკვირდება და ამ ბრძოლაში ქართველ ხალხს მარტო არ დატოვებს, თუმცა საუბარი ახლა იმაზე მიდის, თუ რა ბერკეტი აქვს "ოცნებას" ხალხის ხმების მისატაცებლად.

ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად, გავლენიანი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, სწორედ ხელისუფლებამ უნდა მოიწვიოს ქვეყანაში, თუმცა ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ივანიშვილის პარტია პოლიტიკური თაღლითობას მიმართავს და არ მისცემენ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, დააკვირდნენ არჩევნებს, რას "ოცნებისთის" იქნება გარანტი, რომ არჩევნების შედეგზე გავლენა მოახდინონ.

ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აინტერესებთ მათ შორის ოპოზიციის ხედვები, როგორ შევდივართ ამ არჩევნებში, რადგანაც ეს არჩევნები ნამდვილად წყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს. არა მხოლოდ დემოკრატიის ტესტია ეს არჩევნები საერთაშორისო მეგობრებისთვის, არამედ ისინი ხედავენ, რომ ერთის მხრივ არის ქართველი ხალხი, რომელსაც სურს ევროპა და მეორეს მხრივ ხელისუფლება, რომელიც ღიად საბოტირებს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს", - განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

"ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია ამბობს, რომ საქართველო არის ევროპა და დასავლეთი საკუთარი სხეულის ნაწილის წართმევას არ დაუშვებს და ამაზე შესაბამისი რეაქცია ექნება.

ამ ტიპის კანონები, როგორიც მაგალითად რუსული კანონი იყო, რამდენად მოქმედებს ქვეყნის სამომავლო არჩევანზე და მათ შორის მოახლოებულ არჩევნებზე. მოქმედებს თავისთავად ცხადია და გადაწყვეტილების მიღებას უმარტივებს ქართველებს. საქართველო არის ევროპა. ესენი თვლიან ახლა რომ საკუთარი სხეულის ნაწილს ვიღაცა ართმევს. თქვენ რას იზამდით ასეთ ვითარებაში? ხომ მიხედავდით იმას, ვინც გაზიანებთ და საკუთარ ნაწილს გართმევთ? ასე მიხედავს დასაველთი", - ამბობს ნიკა გვარამია.

ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელმა, ლორა ლინდერმანმა  დღეს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ოქტომბრის არჩევნებს გამადიდებელი შუშით დააკვირდება.