სამწუხარო განცხადებები მოვისმინეთ და ეს მიდგომა საჭიროებს გადახედვას - ოხანაშვილი

20.06.24 17:27
სამწუხარო განცხადებები მოვისმინეთ და ეს მიდგომა საჭიროებს გადახედვას - ოხანაშვილი

" სამწუხარო განცხადებები მოვისმინეთ და ეს მიდგომა საჭიროებს გადახედვას," - ამ განცხადებას აშშ-ის მიმართ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აკეთებს.

სტრატეგიულ პარტნიორებს ოხანაშვილი განცხადებებს უწუნებს და ამბობს, რომ მეგობრულ ურთიერთობებს განცხადებები არ უნდა გასცდეს.

ჩვენი ინტერესია და ჩვენი ქვეყნის ინტერესია, რომ პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები იყოს ამ ფარგლებში და არ იყოს გაცდენა ამ ფარგლებიდან, ეს სამწუხაროა მხოლოდ, ეს დადებით როლს ვერ შეასრულებს ურთიერთობების დასტაბილურებისთვის და შესაბამისად, განცხადებები, რომელიც აზიანებს ამ პროცესის დასტაბილურებას, რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო. სამწუხარო განცხადებები მოვისმინეთ და ეს მიდგომა საჭიროებს გადახედვას. ჩვენ ამ მიდგომის გადახედვის მოლოდინში ვართ და ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად პოზიტიური და დადებითი ნაბიჯები იქნება გადადგმული,“ - ამბობს ანრი ოხანაშვილი. 

ოლიგარქის სატელიტი პარტია საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს თავს ესხმის - რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის  გაკეთებულ განცხადებებს „უკიდურესად შეურაცხმყოფელს“ უწოდებენ.

"ხალხის ძალის" წარმომადგენლების სახელით გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული პარტიას "2008 წლის ომში აშშ-ის როლზე სერიოზული კითხვები აქვთ".