ოლიგარქის პირობებში რომელ თოჯინას სად დასვამენ, შეგვიძლია არ მივაქციოთ ყურადღება - ბოკერია

20.06.24 17:44
ოლიგარქის პირობებში რომელ თოჯინას სად დასვამენ, შეგვიძლია არ მივაქციოთ ყურადღება - ბოკერია

"ოხანაშვილი კი არა, ნებისმიერი სხვა რომ დასვან, სანამ ამ კაცის, ზემოთ რომ დიდი სასახლე აქვს ზვიგენებით, არ მოხდება ჩამოცილება ძალაუფლებიდან, მანამდე ჩვენი ქვეყანა არის უზარმაზარი საფრთხის წინაშე," - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საუბრობს.

ბოკერია გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის შესაძლო წარდგენას ეხმაურება:

სამარცხვინო ოლიგარქის პირობებში რომელ თოჯინას სად დასვამენ, შეგვიძლია არ მივაქციოთ (ყურადღება), ზოგჯერ უბრალოდ ეს არჩევანები კიდევ უფრო უტიფარია და კიდევ უფრო მკაფიოს ხდის რაღაცებს. ოხანაშვილი კი არა, ნებისმიერი სხვა რომ დასვან, სანამ ამ კაცის, ზემოთ რომ დიდი სასახლე აქვს ზვიგენებით, და მისი პოლიტიკური არარაობის გარემოცვის ჩამოცილება არ მოხდება ძალაუფლებიდან, მანამდე ჩვენი ქვეყანა არის უზარმაზარი საფრთხის წინაშე, ვინც არ უნდა დაინიშნოს ამა თუ იმ თემაზე,“ - ამბობს გიგა ბოკერია.

იქნება თუ არა ოხანაშვილი გენერალური პროკურორობის კანდიდატი? - ოხანაშვილის თქმით, მას განაცხადი არ შეუტანია და საპროკურორო საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარუდგენს პარლამენტს.

"პირველების" ჟურნალისტის კითხვაზე, ივანიშვილმა რომ სთხოვოს, თუ შეიტანს განაცხადს საპროკურორო საბჭოში, ამაზე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ „მესმის თქვენი ინტერესი, რომ ირიბად სხვადასხვა ფორმით დასვათ ეს საკითხი, მაგრამ თქვენი დახმარებით ეს გამოცდილება შევიძინეთ ჩვენ, ეს საკითხი არ დგას, შესაბამისად, მე განაცხადი არ შემიტანია“.