გვარამია: ვიდრე ოხანაშვილი განიხილება გენპროკურორის პოსტზე და არა პირიქით, გენპროკურორი ვიდრე არ განიხილავს ოხანაშვილს სხვა რაღაცებისთვის, მანამდე ამ ქვეყანას არ ეშველება

20.06.24 17:48
გვარამია: ვიდრე ოხანაშვილი განიხილება გენპროკურორის პოსტზე და არა პირიქით, გენპროკურორი ვიდრე არ განიხილავს ოხანაშვილს სხვა რაღაცებისთვის, მანამდე ამ ქვეყანას არ ეშველება

ანრი ოხანაშვილის გენერალურ პროკურორად შესაძლო წარდგენას "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ეხმაურება.

ანრი ოხანაშვილი ვიდრე განიხილება გენპროკურორის პოსტზე და არა პირიქით, გენპროკურორი ვიდრე არ განიხილავს ანრი ოხანაშვილს სხვა რაღაცებისთვის, მანამდე ამ ქვეყანას არ ეშველება და ეს მალე მოხდება და ქვეყანასაც ეშველება,“ - ამბობს ნიკა გვარამია.

იქნება თუ არა ოხანაშვილი გენერალური პროკურორობის კანდიდატი? - ოხანაშვილის თქმით, მას განაცხადი არ შეუტანია და საპროკურორო საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარუდგენს პარლამენტს.

"პირველების" ჟურნალისტის კითხვაზე, ივანიშვილმა რომ სთხოვოს, თუ შეიტანს განაცხადს საპროკურორო საბჭოში, ამაზე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ „მესმის თქვენი ინტერესი, რომ ირიბად სხვადასხვა ფორმით დასვათ ეს საკითხი, მაგრამ თქვენი დახმარებით ეს გამოცდილება შევიძინეთ ჩვენ, ეს საკითხი არ დგას, შესაბამისად, მე განაცხადი არ შემიტანია“.