შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილთან მესმაე შეხვედრას მართავს

16.03.21 21:22
შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილთან მესმაე შეხვედრას მართავს

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ბრიუსელში, ირაკლი ღარიბაშვილს ხდვება. ორი დღის განმავლობაში მიშელსა და ღარიბაშვილს შორის ეს უკვე რიგით მესამე შეხვედრაა.

შეხვედრამდე პრესკონფერენცია გაიმართა, რასაც წინ უძღოდა საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომა.  

ღარიბაშვილი ბრიუსელში  საქართველოს დელეგაციასთან ერთად გუშინ  გაემგზავრა.
ღარიბაშვილს ბრიუსელში უნდა ჩაეტანა ის შედეგი, რომელსაც ოპოზიციასთან მოლაპარაკების დროს მიაღწევდა, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა. ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება.