გეგელია: საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ, ევროპა საუბრობს არამხოლოდ სავიზო სანქციებზე, არამედ ფინანსური ზომების მიღებაზეც

22.06.24 16:06
გეგელია: საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ, ევროპა საუბრობს არამხოლოდ სავიზო სანქციებზე, არამედ ფინანსური ზომების მიღებაზეც

საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ, ევროპა საუბრობს არამხოლოდ სავიზო სანქციებზე, არამედ ფინანსური ზომების მიღებაზეც - ასე ეხმაურება "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია "ალდეს" რეზოლუციას, რომელიც 9 წევრი სახელმწიფოს ათმა სხვადასხვა პარტიამ დააინიცირა.

გეგელიას თქმით, "ყველა ვინც ჩართულია რუსულ სპეც-ოპერაციაში და ქართველი ერის ისტორიულ საგარეო არჩევანს ღალატობს, მიიღებს შესაბამის პასუხს როგორც აშშ-ს, ასევე ევროპული კავშირის მხრიდან"

დღეს “ალდემ“ მიიღო კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის 9 წევრი სახელმწიფოს ათმა სხვადასხვა პარტიამ დააინიცირა. 

ევროპის მოწინავე პარტიების მიერ ინიცირებული დოკუმენტი მკაფიოდ მოუწოდებს ევროკავშირის მთავრობებს, რომ სანქციები დაუწესდეს „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერს, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ჩვენს ევროპულ გზას, აგრეთვე პირადად ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს, ისევე როგორც ძალოვანი ინსტიტუტების წარმომადგენლებს, ვინც  მშვიდობიანი დემონსტრანტების ფუნდამენტურ დემოკრატიულ უფლებებს ფეხქვეშ თელავს. 

ამასთან რეზოლუცია მოუწოდებს ევროპის სახელმწიფოებს, არჩევნების არათავისუფალ რეჟიმში ჩატარების შემთხვევაში,  ძირეულად გადაიხედოს ურთიერთობები საქართველოსთან და მათ შორის, გადაიხედოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხიც. 

საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ, ევროპა საუბრობს არამხოლოდ სავიზო სანქციებზე არამედ ფინანსური და ეკონომიკური ტიპის ზომების მიღებაზეც. ყველა ვინც ჩართულია რუსულ სპეც-ოპერაციაში და ქართველი ერის ისტორიულ საგარეო არჩევანს ღალატობს, მიიღებს შესაბამის პასუხს როგორც აშშ-ს, ასევე ევროპული კავშირის მხრიდან", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

"ალდემ" საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია მიღო. ევროკავშირის ერთ-ერთი მსხვილი ფრაქცია გმობს, საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურს. 

მსგავსი სიახლეები