გამოძიების დასაწყებად საკმარისზე მეტი საფუძველია - უჩა ნანუაშვილი ხარებასა და შინჯიკაშვილის დაპირისპირებაზე

23.06.24 15:56
გამოძიების დასაწყებად საკმარისზე მეტი საფუძველია - უჩა ნანუაშვილი ხარებასა და შინჯიკაშვილის დაპირისპირებაზე

ყოფილი სალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ხარებასა და ქვემო ქართლის გუბერნატორს შორის არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიების დასაწყებად საკმარისზე მეტი მტკიცებულება არსებობს. ამის მიუხედავად, ნანუაშვილს მოქმედი ხელისუფლების პირობებში საქმის გამოძიების იმედი არ აქვს. ყოფილი სახალხო დამცველი პირდაპირ ამბობს, რომ შსს პოლიტიზირებულია და საქმის გამოძიება მის ინტერესში არ შედის. 

საკმარისზე მეტი საფუძველია იმისთვის, რომ დაიწყოს გამოძიება, არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, არის მასალა, რომელიც მედიით გავრცელდა არაერთხელ, არსებობენ მოწმეები, აქედან გამომდინარე ის, რომ ამდენი ხანი არ არის გამოძიება დაწყებული, უკვე პრობლემაა, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ შსს არის პოლიტიზირებული სტრუქტურა, რომელიც ხელმძღვანელობს არა კანონის უზენაესობით, არამედ პოლიტიკური მიზანაშენოწონილობით. რეალურად თუკი დაიწყება გამოძიება, თუკი დაისჯება კონკრეტული თავდამსხმელი, ეს პირდაპირ ჩამოშლის იმ სისტემას, რომელეც, ბოლო თეების განმავლობაში განსაკუთრებით, ხელისუფლება დგას. მე იმედი არ მაქვს ამ ხელისუფლების პირობებში და ამ სტრუქტურების პირობებში, რომ შესაძლებელია ამ საქმის გამოძიება თუკი რაღაც პოლიტიკური ინტერესი კვლავ არ დადგა ხელისუფლების მხრიდან ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, - ამბობს უჩა ნანუაშვილი. 

მტკიცებულებების მიუხედავად, ხარებასა და ქვემო ქართლის გუბერნატორს შორის არსებულ დაპირისპირებაზე შსს გამოძიებას არ იწყებს. შაბათის ეთერის გუნდის ექსკლუზიური რეპორტაჟით დადასტურდა ის, რასაც ყველა უარყოფდა. 

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაასაჯაროეს სატელეფონო ჩანაწერი, რომლითაც ირკვევა, რომ დარბევის სამმართველოს უფროსი სასტიკად არის ნაცემი და მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს. ამავე კლინიკაშია კიდევ ერთი სპეცრაზმელიც. 

ხარებასა და გიორგი სინჯიკაშვილის არაფორმალებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ მოპოვებული პირველი ოფიციალური დადასტურებით გაირკვა, რომ სპეცრაზმელებს სახის ძვლები და კბილები ჩაუმტვრიეს, აქვთ ტვინის შერყევაც. ყველაფერი კი რესტორანში ჩხუბით დაიწყო. 

 

მსგავსი სიახლეები