რამდენჯერაც შევიდნენ პოლემიკაში ბატონ კობახიძესთან, იმდენჯერ დამარცხდნენ - ზარქუა ოპოზიციაზე
"ინტერესი უნდა იყოს, რომ დაესწრო და თუ რამე გაქვს განსხვავებული აზრი, არგუმენტი, იქ უნდა წარმოადგინო. ამას არ აკეთებენ - რატომ, იმიტომ, რომ რამდენჯერაც შევიდნენ პოლემიკაში ბატონ კობახიძესთან, იმდენჯერ დამარცხდნენ," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა საუბრობს.
დეპუტატი პრემიერის წლიურ ანგარიშს ეხმაურება და ოპოზიციას ბოიკოტის გამო აკრიტიკებს.
რა კომფორტულია ხომ, თან ხელფას იღებ, თან პარლამენტს ამათი დანახვა არ გვინდაო. ბიჭო, თუ ბოიკოტში ხარ, თუ რეალობაა, მაშინ ადექი და მანდატი დატოვე და თქვი, რომ არ მინდა ამ პარლამენტში მუშაობა, აა, ხელფასები აღარ გექნებათ მერე? ასე კ0ომფორტულია ხომ? - თან ხელფასი აიღოთ პარლამენტიდან, თან ბოიკოტი მოიგონოთ, თან ენდიაიდან დაფინანსებები აიღოთ, ხო, მაგარია - ორმაგი შემოსავლები გაქვთ,“ - ამბობს ზარქუა.
ირაკლი კობახიძე 28 ივნისს საქართველოს პარლამენტში, მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს პლენარულ სხდომაზე წარადგენს.
პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ ანაგრიშში ოპოზიციამ გამაოგნებელი ფაქტები აღმოაჩინა. მაგალითად, პარლამენტის დადგენილებით მთავრობა ვალდებულია, ქართველების მკვლელობასა და წამებაში მხილებული საოკუპაციო ხელისუფლების წარმოამდგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს დაასანქცირებინოს, ვისთანაც შედეგს მიაღწევს, ამის შესახებ კი ანგარიში დეპუტატებს წარუდგინოს. ამის მიუხედავად, კობახიძის ანგარიშში ტატუნაშვილი - ოთხოზორიას სიის შესახებ არაფერია ნათქვამი.