რატომ ამოიღო კობახიძემ ანგარიშიდან ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის აღსრულების საკითხი - რას ამბობენ საპარლამენტო უმრავლესობაში

24.06.24 13:18
რატომ ამოიღო კობახიძემ ანგარიშიდან ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის აღსრულების საკითხი - რას ამბობენ საპარლამენტო უმრავლესობაში

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა არ იციან, რატომ ამოიღო ირაკლი კობახიძემ ანგარიშიდან ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის აღსრულების საკითხი - იმ დამნაშავეების ჩამონათვალი, რომლემაც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობისა და წამებისთვის პასუხი უნდა აგონ.

მმართველი პარტიის წევრებისთვის გაუგებარია, რატომ აკრიტიკებენ ამ ფაქტის გამო პრემიერ-მინისტრს.

ბუნებრივად შეუძლებელია, რომ ამ შემთხვევაში ისეთი ამომწურავი იყოს პრემიერის ანგარიში, რომ კითხვები არაფერზე არ არსებობდეს. მისი ანგარიში არის სრულყოფილად ამოწურული ნებისმიერ საკითხებზე, თუმცა გვექნება ჩვენ კითხვები იმასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც ჩავთვლით საჭიროდ, რომ იქ არ არის საკმარისი ინფორმაცია,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

ირაკლი კობახიძე 28 ივნისს საქართველოს პარლამენტში, მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ ანაგრიშში ოპოზიციამ გამაოგნებელი ფაქტები აღმოაჩინა. მაგალითად, პარლამენტის დადგენილებით მთავრობა ვალდებულია, ქართველების მკვლელობასა და წამებაში მხილებული საოკუპაციო ხელისუფლების წარმოამდგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს დაასანქცირებინოს, ვისთანაც შედეგს მიაღწევს, ამის შესახებ კი ანგარიში დეპუტატებს წარუდგინოს. ამის მიუხედავად, კობახიძის ანგარიშში ტატუნაშვილი - ოთხოზორიას სიის შესახებ არაფერია ნათქვამი.

 

მსგავსი სიახლეები