ბოჭორიშვილი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ელჩებისადმი მიმართვა "ღია საბოტაჟია"
"ღია მოწოდება საბოტაჟისკენ", - ასე აფასებს "ქართული ოცნების" წევრი მაკა ბოჭირიშვილი პრეზიდენტის ელჩებისადმი მიმართვას. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ აღნიშნული მიმართვის მიუხედავად, მას სჯერა, რომ დიპლომატები ქვეყნის ერთგულად მსახურებას განაგრძობენ.
ამ განცხადებას შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი შეფასება - ეს არის ღია მოწოდება საბოტაჟისკენ. დღეს ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართულ დიპლომატიურ წრეებში არის კარგად გააზრებული თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და მე მჯერა, რომ ჩვენი დიპლომატიური კორპუსი ისე, როგორც წლების განმავლობაში აკეთებდა, გააგრძელებს ერთგულად ქვეყნის მსახურს, - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსს საგანგებო მიმართვა გაუგზავნა. "გატყუებენ" - ეს იყო სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი ელჩებისადმი. პრეზიდენტმა კობახიძე პირდაპირ სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა, რომელიც ამტკიცებდა, რომ პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, 2030 წელს ქვეყანა მაინც გახდება ევროკავშირის წევრი.