მიუხედავად "ოცნების" მცდელობისა, რომ დებატები არ შემდგარიყო, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რომ ხუთშაბათს გაიმართება დებატები - წითლიძე

24.06.24 14:23
მიუხედავად "ოცნების" მცდელობისა, რომ დებატები არ შემდგარიყო, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რომ ხუთშაბათს გაიმართება დებატები - წითლიძე

„მიუხედავად "ქართული ოცნების" მცდელობისა, რომ დებატები არ შემდგარიყო ევროსაბჭოს პლენარულ სხდომაზე, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რომ ხუთშაბათს გაიმართება დებატები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა რომ ღია მხარდაჭერა გამოუცხადონ საქართველოს მოქალაქეებს ევროინტეგრაციის გზაზე", - ეს განცხადება საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ ევროსაბჭოში საქართველოზე დებატების ჩანიშვნასთან დაკავშირებით გააკეთა.

წითლიძის თქმით, მაშინ, როცა "ოცნებამ" ევროსაბჭოში საქართველოსთან დაკავშირებული დებატების გაუქმება მოითხოვა, ეს ევროსაბჭომ არ დააკმაყოფილა.

მიუხედავად „ქართული ოცნების“ მცდელობისა, რომ დებატები არ შემდგარიყო ევროსაბჭოს პლენარულ სხდომაზე, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რომ ხუთშაბათს გაიმართება დებატები იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოში და ეს დებატები იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ღია მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ ხმამაღლა ისაუბრონ იმ მავნებლურ ქმედებებზე, რომლებსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“ და ბოლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იქნება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ ეს საპარლამენტო არჩევნები არის ასევე შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ დაამარცხონ რუსული ოცნება," - განაცხადა ანა წითლიძემ.

"დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში" - "ქართულმა ოცნებამ" ევროსაბჭოში დებატების გაუქმება მოითხოვა, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ევროსაბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები 27 ივნისს გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები