სავარაუდოდ, იქაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დაგვსაჯონ. რატომ? - ზარქუა ბორელის განცხადებაზე

24.06.24 14:55
სავარაუდოდ, იქაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დაგვსაჯონ. რატომ? - ზარქუა ბორელის განცხადებაზე

"ბორელმა, რომელიც პირდაპირ გეტყვით, არ მგონია, ევროკავშირი მაინცდამაიცნც თავისი, ის მუშაობს იმ მესიჯბოქსებით, რითაც ჩვენი ამერიკელი პარტნორები მუშაობენ", - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა საუბრობს და საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრების მსჯელობას ეხმაურება.

ზარქუას თქმით, ამ დრომდე არავისგან მიუღია პასუხი მმართველ გუნდს, რატომ არ უნდა მიეღო პარლამენტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი.

სავარაუდოდ, იქაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დაგვსაჯონ. რატომ? თქვენ თუ გაიგეთ, რის გამო? რომელიმე მათგანი თუ გამოვა ან ელჩი, ან საგარეო საქმეთა მინისტრი, ის კი არა, აქ გათხოვილი კაცები რომ გვიწყობდნენ მიტინგებს და [მასში] მონაწილეობდნენ. ეს პროტოკოლის დარღვევა იყო," - ამბობს ზარქუა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ ქმედებებს განაგრძობს, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება. ამის შესახებ მან ლუქსემბურგში საგარე საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა.

 

მსგავსი სიახლეები