აშშ-ს გადაწყვეტილება ცნობილია - საქართველო NATO-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს
აშშ საქართველოს NATO-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მიიწვევს. ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე ჯიმ ო'ბრაიენი საუბრობს.
როგორც ო'ბრაიენი ამბობს, საქართველოსთან ერთად ყველა პარტნიორი იქნება მიწვეული ღონისძიებაზე.
ბრაიანის თქმით, პარტნიორებს "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებები აწუხებთ. როგორც ო'ბრაიანი ამბობს, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტს სურს ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში, ხელისუფლებაც ამ გზავნილებს ახმოვანებს, თუმცა ძალადობა ქუჩებში, რუსული კანონის მიღება შეუთავსებელია ამ მისწაფებასთან.
საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება.
ჩვენ შეშფოთებულები ვართ გადაწყვეტილებებით და „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან მცირე რაოდენობიდან წამოსული რიტორიკით. აშკარაა, რომ ქართველი ხალხის 80-85%-ს ევროკავშირსა და ნატო-ში შემდგომი ინტეგრაცია სურს. მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ახლახან განაცხადეს, რომ ისინი მოელიან, რომ მათი ბოლოდროინდელი ქმედებები ამას საფრთხეს არ შეუქმნის. ჩვენ შევეცადეთ ძალიან მკაფიოები ვყოფილიყავით და დღეს, უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ძალიან ნათლად თქვა, ეს ბოლოდროინდელი ქმედებები, ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მოსკოვზე დაფუძნებული „უცხოური აგენტების კანონი“, ახალი პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება - ეს ყველაფერი აშშ-სა და ევროკავშირზე დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან შეუთავსებელია. ამიტომ, მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს და ჩვენ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გადახედვას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.
საქართველოს მდგომარეობის აღსაწერად ო'ბრაიანი ისევ იშველიებს საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრას, სადაც ყველა თამაშის საერთო წესზე თანხმდება და ამის შესაბამისად მოქმედებს. როგორც ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ამბობს, როგორც აშშ-ის, ისე ევროპის ქვეყნების მაღალჩინოსნები აგრძელებენ საუბარს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.